კოდორის ხეობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, აცხადებს ბურჯანაძე

(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “კოდორის ხეობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. პრეზიდენტი შევარდნაძე უკვე ჩავიდა კოდორში. ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნები ასევე კოდორის ხეობაში იმყოფებიან”, – განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ.

თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები არ გავლენ კოდორის ხეობიდან, მათ ქმდებას საქართველოს მხარე აგრესიად აღიქვამს, თკვა ნინო ბურჯანაძემ.

“პარლამენტის სხდომა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ კოდორის ხეობაში ვითარება უმჯობესდება”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

This post is also available in: English (ინგლისური)