საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პანკისში ვიტარება იცვლება
(თბილისი, 8 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯარის “წრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის რეალიზაცია დაიჭყო, პანკისის ხეობაში შექმნილი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 7 მაისს თავის ამრიკელ კოლეგასთან დონალდ რამსფელდთან შეხვედრის შემდეგ.
“რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ასეა,” – აღნიშნა თევზაძის ციტირებისას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.
თევზაძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში, შესაძლოა, ტერორისტები იმალებოდნენ, მაგრამ მან დაამატა, “ჩემთვის ძნელია ამის დაჯერება, რადგან ავღანეთიდან საქართველოს ამ ნაწილში მოსახვედრად მათ ექვსი ან შვიდი ქვეყანა უნდა გამოიარონ”.
“წრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში 150 ამერიკელი სამხედრო სპეციალისტი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ოთხ ქართულ ბატალიონს მოამზადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)