პარლამენტი სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

(თბილისი, 17 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს სახელმწიფო ენის შესახებ, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითვალისწინებს. კანონპროექტი სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა ან იქ მუშაობის მსურველთათვის ქართული ენის გამოცდის ჩაბარებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მსურველმა ქართული ენის არმცოდნე პირებმა უნდა გაიარონ ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა და ჩააბარონ სპეციალური გამოცდა, რის შემდეგაც მიიღებენ შესაბამის ლიცენზიას. 

თუმცა ზოგიერთი დეპუტატისა და ექსპერტის აზრით, დამტკიცების შემთხვევაში კანონპტროექტი არაქართულენოვანი მოსახლეობის უფლებებს დაარღვევს, ვინაიდან მათთვის ქართული ენის სწავლების პროგრამა საკმაოდ არაეფეტურია.

კანონპროექტი, თუ ის დამტკიცდა, ძალაში შევა ხუთი წლის შემდეგ. ეს ვადა არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლებაზეა გათვლილი.

თემის გაგრძელება:

პრობლემა სურვილის წინააღმდეგ

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)