ლევან გაჩეჩილაძე პარლამენტს ტოვებს

(თბილისი, 27 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პარლამენტს ტოვებს. იგი თბილისის საკრებულოში იყრის კენჭს.

27 მაისს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს წევრობაზე ბევრი წამყვანი პარლამენტარი იყრის კენჭს, მაგრამ ისინი პარლამენტიდან არ გადიან.

“მე გადავწყვიტე პარლამენტიდან წასვლა იმის დასამტკიცებლად, რომ საკრებულოში წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ შევდივარ”, – განაცხადა ლევან გაჩეჩIლაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)