თბილისში არჩევნები შედგა
(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯუმბერ ლომინაძის განცხადებით, თბილისში არჩევნები შედგა. მისი თქმით, მის ხელთ არსებული უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ამომრჩეველთა 33%-ზე ოდნავ მეტმა მიიღო მონაწილეობა.
ჯუმბერ ლომინაძის თქმით, მას მთელი ღამის განმავლობაში 800-მდე ოქმზე მოუწევს ხელის მოწერა. მისი განცხადებით, მთელი პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)