ქართულ-რუსული მოლაპარაკებები ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით
(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის სათათბიროს დსთ-ის ქვეყნებითან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი ხელმძღვანელობს, თბილისში დღეს ჩამოვიდა. ქართული და რუსული მხარეები განაახლებენ მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების მიღების თაობაზე. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა ის კოდორის ხეობაში რუს სამშვიდობოთა მოულოდნელი გამოჩენის გამო გადაიდო. საქართველოს მხარის წარმომადგენლობას საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი უძღვება. 1994 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ. დოკუმნტმა რატიფიკაცია გაიარა საქართველოს პარლამენტში, თუმცა მაშინ რუსეთის დუმას ის არ დაუმტკიცებია. ამჯერად რუსული და ქართული მხარეები ხელშეკრულების ახალ პროექტზე მუშაობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)