საქართველო და რუსეთი ჩარჩო-ხელშეკრულების ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ
(თბილისი, 11 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ქართული და რუსული მხარეები დღეს ჩარჩო-ხელშეკრულების ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დსთ-ს ქვეყნებითან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი უძღვება, საქართველოში 10 ივნისს ჩამოვიდა. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებები ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ კოდორის ხეობაში რუსი სამშვიდობო ძალების მოულოდენლმა გამოჩენამ ვითარება შეცვალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)