დეზერტირობის ფაქტი ცხინვალის რეგიონში

(თბილისი, 18 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ნაწილიდან 8 ჯარისკაცი გაიქცა. მათ თან წაიღეს ავტომატები და მიიმალნენ.

დეზერტირების ძებნა მიმდინარეობს. საქმეში ჩართული არიან რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

რუს მშვიდობისმყოფელთა განცხადებით, ეს სამხრეთ ოსეთში განლაგებულ ნაწილებში დეზერტირობის პირველი შემთხვევაა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)