ვანო ჩხარტიშვილი სასამართლო პროცესს იგებს
(თბილისი, 26 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – უზენაესმა სასამართლომ ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ვანო ჩხარტიშვილის სარჩელი 25 ივნისს დააკმაყოფილა, რომელიც ჩხარტიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ შეიტანა.
ჩხარტიშვილმა ბერძენიშვილს ღირსების შელახვისათვის უჩივლა და მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა და კომპენსაციის სახით ერთი მილიონი ლარი (დაახლოებით 500 ათ. აშშ დოლარი) მოთხოვა. ლევან ბერძენიშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ვანო ჩხარტიშვილს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მაღალი თანამდებობის პირი უწოდა პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში.
უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესზე ყოფილმა მინისტრმა მხოლოდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა და კომპენსაციაზე უარი განაცხადა.
გასული წლის დეკემბერში თბილისის საოლქო სასამრთლომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გაამართლა. ამის შემდეგ, ვანო ჩხარტიშვილმა სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა.
ვანო ჩხარტიშვილი თანამდებობიდან გასული წლის ნოემბერში სახალხო მრელვარების ფონზე იქნა გადაყენებული. დემონსტრანტები პრეზიდენტისაგან შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინიტრების და გენერალური პროკურორის გადაყენებას მოითხოვდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)