შოუ კარგად გაწვრთნილმა ჯგუფმა გაიტაცა – ამბობს უშიშროება
(თბილისი, 27 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “მხოლოდ კარგად გაწვრთნილ ჯგუფს შეეძლო განეხორციელებინა ეს დანაშაული”, განაცხადა გუშინ, 26 ივნისს, უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ. მან არ გამორიცხა, რომ გატაცების ორგანიზატორი შეიძლება სამართალდამცველ სტრუქტურებში მომუშავე მაღალჩინოსანი იყოს. შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიცია საკმარის ინფორმაციას ფლობს იმისათვის, რათა საქმე ბოლომდე გამოიძიოს. რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველემა დიდი დიღმის ტერიტორიაზე შოუს კუთვნილი ავტომობილი იპოვნეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ გამტაცებლები შეიძლება თბილისთან ახლოს იმყოფებოდნენ. პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ექვსმა პიროვნებამ 18 ივნისს თბილისში აგრობიზნესბანკის დეირექტორი პიტერ შოუ გაიტაცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)