რუმინეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 1 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 1-3 ივლისს რუმინეთის პრეზიდენტი იონ ილიესკუ ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.

რუმინეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან გამართავს.

დაგეგმილია რუმინეთის წინადადების განხილვა, რომელიც აზერბაიჯანული ნავთობის სუფსის ტერმინალიდან კონსტანცაში ტრანსპორტირებას ბორნის მეშვეობით გულისხმობს.