რუსი ძალოვანი საქართველოს შეთანხმების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს
(თბილისი, 3 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – კოდორის ხეობაში ამ წუთისთვის საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების შენაერთები და ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები იმყოფებიან, რაც საქართველოსა და აფხაზეთს შორის დადებული შეთანხმების უხეში დარღვევაა, ნათქვამია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ანატოლი კვაშნინის მიერ რუსეთის ფედერაციის სათათბიროსთვის გაგზავნილ წერილში, იუწყება ინტერფაქსი. წერილი წარდმოადგენდა პასუხს რუსეთის დუმის მოთხოვნისა გენშტაბის მიმართ აეხნა 12 აპრილს კოდორის ხეობაში რუსი სამშვიდობო ძალების უეცარი გადასხმის მიზეზები და გარემოებები. კვაშნინის განცხადებით, კოდორის ხეობა, ისევე როგორც საქართველოს მხარის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, არასაკმარისად კონტროლდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)