პოლიციის თქმით, გერმანელი ბიზნესმენის ოფისში ძალადობის კვალი არ არის

(თბილისი, 5 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ძალადობის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს გერმანელი ბიზნესმენის კლაუს გრეგერის ოფისში. კლაუს გრეგერი 2 ივლისს გაუჩინარდა.

გუშინ გენერალურმა პროკურატურამ გააავრცელა ინფორმაცია, რომ გრეგერის ბინაში, რომელიც ამავე დროს მისი სამუშაო ოფისია, სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

გენერალურმა პროკურატურამ მკვლელობის მუხლით უკვე აღძრა სისხლის სამართალის საქმე. თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 4 ივლისს განაცხადა, ჯერ საკმაოდ ადრეა დასკვნების გაკეთება, გრეგერი მოკლულია თუ გატაცებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)