ცსკო-მ ხმათა გადათვლის პროცედურა შეიმუშავა

(თბილისი, 8 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) დღეს გამართულ სხდომაზე შეიმუშავა 2 ივნისის თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა მიერ მიცემულ ხმათა გადათვლის პროცედურა.

პროცედურის მიხედვით თავდაპირველად მოხდება ხმის მიცემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის აღწერა, რის შემდეგეც დაიწყება თავად ხმების ხელახალი დათვლა. 

ხმების გადათვლის პროცესში მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ პარტრტიის წარმოამადგენელი, რომლებმაც თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობდნენ, ასევე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ცსკო-ს მიერ დღეს მიღებული პროცედურები მხოლოდ სოციალისტურმა პარტიამ გააპროტესტა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)