მთავრობის გაფართოებული სხდომა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 31 ივლისი, 2002) – დღეს სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის გაფართოებული სხდომა იმართება, რომელზეც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ.

სახელმწიფო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და ეკონომიკის მინისტრები მოხსენებებს გააკეთებენ.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებას დაეთმობა.