ბურჯანაძემ არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიღო
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – “ძნელად წარმომიდგენია, პრეზიდენტმა როგორ უნდა გადაუსვას ხაზი საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჟანაძემ 2 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში რუსული კომპანია “იტერას” შემოსვლის საკითხის განხილვისას.
ბურჯანაძის თქმით, ეკონომიკის მართვის ძირითადი ბერკეტები სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს და საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი ეკონომიკის გაკონტროლება უნდა შეეძლოს, ხოლო ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ მენტორული ტონით ლაპარაკი მიუღებელია.
შეხვედრაზე მისულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტი გამოხატეს “იტერას” მიერ “თბილგაზის” შეძენის გეგმებთან და “ეი-ი-ეს თელასის” მიერ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნდა “უნდა შედგეს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტების სია, რომელთა გასხვისებაც არ შეიძლება და სახელმწიფო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს”.
არასამთავრობოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ “ეს არის ბოლო მცდელობა, ხელისუფლებას თავიანთი და მოსახლეობის აზრი მიაწოდონ ამ საკითხებთან დაკავშირებით”, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში რა ზომების მიღებას აპირებენ.
რაც შეეხება “ეი-ი-ეს თელასს”, არასამთავრობოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას აპირებენ სასამართლოში და ასევე წერილის გაგზავნას ამ ამერიკული კომპანიის სათაო ოფისში. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დემურ გიორხელიძემ განაცხადა, რომ კომიტეტი აპირებს მიმართოს კომპანიას ხელშეკრულებაში რიგი დებულებების შესაცვლელად
პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობოებს კომიტეტებთან მუშაობის გააქტიურება და ამ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება შესთავაზა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)