სტრასბურგში მცხოვრები ქართველები საქართველოს დაბომბვას ეხმაურებიან

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 სექტემბერი, 2002) – 2 სექტემბერს სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის ოფისის წინ დემონსტრაცია გამართეს, რითაც დაგმეს რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა.

დემონსტრანტებმა განცხადება დატოვეს რუსეთის წარმომადგენლობაში და ევროსაბჭოს შენობის წინ გადაინაცვლეს. მათი თქმით, ოფიციალურ მოთხოვნას რუსეთის მიერ საქართველოს დაბომბვასთან დაკავშირებით მალე ევროსაბჭოშიც გააგზავნიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)