იაკოვენკოს რწმენით, საქართველო რუსლან გელაევს აფარებს ხელს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 4 სექტემბერი, 2002) – “ქართველი ჩინოსნების განცხადებები, რომ მათ არ იციან იმ დანაშაულებების შესახებ, რომლებიც ჩეჩენმა საველე მეთაურმა რუსლამ გელაევმა ჩაიდინა იმას ნიშნავს, რომ საქართველო ტერორისტს ხელს აფარებს და ხელს უშლის მის რუსეთში ექსტრადირებას”, განაცხადა გუშინ, 3 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ალექსანდრე იაკოვენკომ.

რუსეთის ხელისუფლება საქართველოსგან გელაევის რუსეთისთვის გადაცემას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ის თავს პანკისის ხოებას აფარებს. ქართველი სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ისინი გელაევისა და მისი რაზმის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

იაკოვენკომ ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველომ უარის თქვა 13 ჩეჩენი მებრძოლის რუსეთში ექსტრადირებაზე. აღნიშნული მებრძოლები ქართველმა მესაზღვრეებმა 3-5 აგვიტოს საქართველოში ჩეჩნეთის საზღვართან დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)