მოლაპარაკებები ქართველი მესაზღვრე-ების გადმოცემასთან დაკავშირებით
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 სექტემბერი, 2002) – საქართველოსა და რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამეტის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს მამისონის უღელტეხილზე შეხვდებიან, რათა საქართველოსთვის ქართველი მესაზღვრეების გადაცემის საკითხი განიხილონ. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა შალვა ლონდარიძემ გუშინ, 4 სექტემბერს, განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების შემდეგ რუსული მხარე საქართველოს დაკავებულებს დაგასცემს. სამი ქართველი მესაზღვრე 2 სექტემბერს რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის დარღვევის გამო დააკავეს. საქართველოს საზღვის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ქართველი მესაზღვრეების ქმედება უნებური შეცდომა იყო და ისინი საზღვრის დარღვევას სულაც არ აპირებდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)