საქართველო პანკისში ალ ქაიდას ტერორისტების ყოფნას უარყოფს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 7 სექტემბერი, 2002) – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 6 სექტემბერს ბაქოში მიმდინარე დსთ-ის შს მინისტრების სამიტზე განაცხადა, რომ ქართველი სამართალდამცველი ორგანოები არ ადასტურებენ პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაცია ალ ქაიდას წარმომადგენლების ყოფნის ფაქტს. მან არ გამორიცხა რომ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირები შესაძლოა ადრე ყოფილიყვნენ პანკისში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას დადებითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა საქართველოს საკუთარი ძალებით შეუძლია. ნარჩემაშვილმა კატეგორიულად გამორიცხა პანკისის ხეობაში ერთობლივი ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)