აფხაზეთში 15 ქართველი გაიტაცეს

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 სექტემბერს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან აფხაზებმა საქართველოს 15 მოქალაქე გაიტაცეს.

არაოფიციალური ცნობების თანახმად, გამტაცებლები ერთი აფხაზის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც, სავარაუდოდ, ქართველმა პარტიზანებმა აიყვანეს მძევლად. სამართალდამცველი ორგანოები ამ ცნობას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)