ივანოვის თქმით, რუსეთი საქართველოში არსებულ ტერორიზმს ვერ შეეგუება
(თბილისი, 10 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის განცხადებით, “რუსეთი საქართველოში არსებულ ტერორიზმს ვერ შეეგუება”. “პანკისის ხეობას თავშეფარებული ტერორისტები რეგულარულად იჭრებიან რუსეთში და იქ ტერორისტულ აქტებს აწყობენ”, განუცხადა ჟურნალისტებს ივანოვმა 9 სექტემბერს ნიუ იორკში ჩასვლისას. ქართველი სამართალდამცველების მიერ პანკისში განხორციელებულ ანტიკრიმინალურ ოპერაციას რუსი ჩინოსნები “თეატრალურ წარმოდგენას” უწოდებენ.
This post is also available in: English (ინგლისური)