რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 10 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 10-დან 14 სექტემბრამდე თბილისში ვიზიტით იმყოფება რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია რუმინეთის ფლოტის შტაბის უფროსის მეთაურის კორნელიუ რუდენკოს მეთაურობით.

დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელობასთან. რუმინელი სამხედროები ასევე ჩავლენ ფოთშიც.

სამხედრო სფეროში საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა ახლახანს გააქტიურდა. 3-7 სექტემბერს რუმინეთში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია. შეხვედრებზე “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში რუმინეთის შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

ამ პროგრამის ფარგლებში ქართულ ანტიტერორისტულ ქვედანაყოფებს საბჭოური ტიპის იარაღით შეაიარაღებენ, რათა სხვა ნაწილებთან ურთიერთქმედებისას გამორიცხული იქნას შეუთავსებადობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)