ევროსასამართლო ჩეჩნების ექსტრადიციის დაყოვნებას ითხოვს

(თბილისი, 9 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო თბილისს მოუწოდებს საქართველოში დაკავებული 8 ჩეჩენის რუსეთში ექსტრადიცია 26 ნოემბრამდე არ განახორციელოს.

ამ დრომდე სასამართლო აპირებს განიხილოს ჩეჩნების სარჩელი რომლებიც მიიჩნევენ რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

საქართველომ რუსეთს უკვე გადასცა 5 ჩეჩენი იმ 13 დაკავებულიდან, რომლებიც ქართველმა მესაზღვრეებმა აგვისტოს დასაწყისში რუსეთის საზღვრის სიახლოვეს აიყვანეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)