პანკისში კრიმინალთა მცირერიცხოვანი ჯგუფი რჩება, – ამბოვს შევარდნაძე

(თბილისი, 18 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში, შესაძლოა, შეიარაღებულ დამნაშავეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი რჩებოდეს.

“[პანკისის ხეობაში] დაახლოებით 10-12 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება რჩება” – აღნიშნა შევარდნაძემ.

გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ პანკისში 25 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური ქმედებები ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პანკისში მებრძოლები და დაქირავებულები აღარ არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)