დსთ-ის სასაზღვრო ჯარების სარდალთა საბჭოს დელეგაციის ვიზიტი
(თბილისი, 28 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 28 ნოემბერს თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი დსთ-ის წევრი ქვეყნების სასაზღვრო ჯარების სარდალთა საბჭოს საკოორდინაციო სამსახურის დელეგაცია გენერალ-პოლკოვნიკ ვიტალი გრიცანის ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვალერი ჩხეიძეს შეხვდა.
როგორც “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტს საქართველოს სასაზღვრო უწყების პრესსამსახურის უფროსმა შლვა ლონდარიძემ აცნობა, დღესვე დელეგაცია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თედო ჯაფარიძესაც შეხვდება.
მოლაპარაკებებზე დსთ-ის ქვეყნების სასაზღვრო ჯარების სარდალთა საბჭოს საქმიანობასა და საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლის განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
დელეგაცია თბილისიდან 29 ნოემბერს გაემგზავრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)