თავდაცვისთვის მშპ-ის 1%-ს ითხოვენ

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 28 ნოემბერს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა წარმოადგინა დადგენილების პროექტი სადაც ითხოვს ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის ღინისძიებების გასატარებლად მშპ-ის 1%-ით დაფინანსდეს თავდაცვის უწყება.

ეკონიმიკის საკითხთა და თავდაცისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აღინიშნა, რომ 2003 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში ეს თანხა დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს და და დადგენილების პროექტი ეხება 2003-2005 წლების პერიოდს.

სხდომაზე მიწვეულმა ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება მზად არის ამ საკითხებზე მსჯელობისთვის. გოგიაშვილის თქმით, კომიტეტის დადგენილების პროექტში მითითებული მოთხოვნების შესრულება,  მათ შორის თავდაცვისთვის მშპ-ის 1%-ის გამოყოფის თაობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სხვა პრიორიტეტებზე ვიტყვით უარს. ასეთ პრიორიტეტად ფინანსთა მინისტრმა დაასახელა განათლების სფერო, მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება და ა.შ.

თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს გეგმით გათვალისწინებული 11 მილიონი ლარი ვერ მიიღო. ასევე არ მიურია ამ უწყებას სხვა 11 მილიონი ლარიც, რომლის გამოყოფაც პარლამენტმა დაადგინა თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად ზაფხულის განმავლობაში რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შემთხვევების შემდეგ.

ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოყვანის აუცილებლობა გამძაფრდა მას შემდეგ, რაც 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს სამიტზე პრაღაში ოფიციალური განაცხადი გააკეთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების სურვილის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)