არძინბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ანრი ჯერგენია
(თბილისი, 29 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი მთავრობის პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია. ამის შესახებ იტყობინება რუსული სააგენტო “ინტერფაქსი”.
სააგენტოს ცნობით, გათავისუფლების მიზეზი ბიუჯეტის შეუსრულებლობა და ზამთრისათვის მზადების ჩავარდნა გახდა. არძინბამ მინისტრთა კაბინეტის წევრებს ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე თავიანთი მოვალეობების შესრულება თხოვა.
ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშნულია გენადი გაგულია. არძინბას განკარგულებაში ნათქვამია, რომ ერთი კვირის ვადაში ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა ახალი კაბინეტის პერსონალურ შემადგენლობასა და სტრუქტურასთან დაკავსირებით უნდა წარმოადგინოს წინადადებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)