აშშ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებას მიესალმება

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას დართოს ნება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობას.

“საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოუტონს ინვესტიცებსა და გააძლიერებს მის სუვერენიტეტს,” ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2 დეკემბერს, “ბი-პი”-სთან გამართული ერთკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას დართო ნება. გარემოსდამცველები აპროტესტებენ ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაზე მშენებლობას, რადგან შიშობენ, რომ მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ხეობის უნიკალურ ბუნებას.

“ჩვენ მოვუწოდებთ პროექტში ჩართულ ინვესტორებსა და სახელმწიფოებს რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გარემოს დაცვით ღონისძიებებს,” ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)