სასამართლო შეუდგა სამი ჩეჩენის სარჩელის განხილვას

(თბილისი, 5 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ იმ სამი ჩეჩენის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომლებიც გენერალური პროკურორის მიერ 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა მათ ექსტრადიციაზე.

მოსარჩლე მხარე ამტკიცებს, რომ ექსტრადიციაზე თანხმობა უკანონოდ გაიცა, რადგან დაკავებულთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა.

ქართულმა მხარემ ამ ჩეჩნების გაცემა რუსეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე გადაწვიტა. მაგრამ დაკავებულთა ადვოკატების თქმით, ეს ჩეჩნები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მასალებშია ნახსენები, და ამგვარად მათი გაცემის გადაწყვეტილება უკანონოა.

ეს სამი ჩეჩენი იმყოფებოდა იმ 13 შეიარაღებულთა შორის, რომლებიც ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართან დააკავეს. 5 მათგანი ოქტომრებში უკვე გადასცეს რუსეთს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)