პარლამენტი თავდაცვისთვის მშპ-ის 1%-ს მოითხოვს

(თბილისი, 6 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა დღეს მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს რომ 2005 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებში თავდაცვის სამინისტროსთვის მთლიანი შიდა-ეროვნული პროდუქტის 1% იქნას გათვალისწინებული.

თუ მთავრობა პარლამენტის წინადადებას გაითვალისწინებს, 2003-2005 წლებში თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული ბიუჯეტი არ ექნება.

პარლამენტმა ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის შეიარაღებული ძალების არასაკმარისი დაფინანსების გამო მიიღო. 2002 წლის გასული თვეების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეგმით გათვალისწინებული თანხიდან 11 მილიონი ლარი დააკლდა.

ექსპერტების მონაცემებით, 2003 წელს მშპ-ს 1%-მა 80 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს იმ დროს, როცა ბიუჯეტში მომავალი წლისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის მხოლოდ 57 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)