“ეი-ი-ეს”-ი საქართველოდან წასვლას არ აპირებს

(თბილისი, 6 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ეი-ი-ეს თელასის” გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ირიბარენმა უარყო პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ კომპანია საქართველოდან წასვლას აპირებს.

4 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ კომპანია “საქართველოსთვის მძიმე ტვირთად იქცა” და სათაო ოფისში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო მალე საქართველოდან წავა.

6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე იგნასიო ირიბარენმა განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც სურთ, რომ “ეი-ი-ესი” საქართველოდან წავიდეს, პრეზიდენტ შევარდნაძეს განგებ დეზინფორმაციას აწვდიან.

1999 წელს ამერიკულმა კომანია “ეი-ი-ეს”-მა თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელი 99 წლის ვადით იჯარით აიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)