რჩეულიშვილი ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნა
(თბილისი, 14 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაში თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა. როგორც სახელმწიფო კანცელარია ინტყობინება პრეზიდენტმა შევარდნაძემ რჩეულიშვილთან შეხვედრა 13 დეკემბერს გამართა. რჩეულიშვილმა ნოემბრის ბოლოს ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი სოციალისტური პარტია და მოქაკაქეთა კავშირი პარტნიორები ხდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)