აზერბაიჯანი საქართველოდან სომხეთში რუსული შეიარაღების გატანის წინააღმდეგია

(თბილისი, 16 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოდან სომხეთში ყოფილი საბჭოთა ბაზების შეიარაღების გადატანის შესახებ რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსული შეიარაღება საქართველოდან სომხეთში გადავა, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანის მიწები მიითვისა”, – აღნიშნა აზერბაიჯანის თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელმა თავის ქართველ კოლეგასთან დავით თევზაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე 16 დეკემბერს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის პროტოკოლს, რომელიც ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)