ჩეჩნეთში შევარდნაძეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

(თბილისი, 20 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნებოდნენ 1998 წლის 9 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძის კორტეჟზე განხორციელებულ თავდასხმასი მონაწილეობის ბრალდებით.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცავები ამზადებენ დოკუმენტაციას სოსო თორიასა და ვეფხია დურგლიშვილის რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიციისთვის.

1998 წელს განხორციელებული თავდასხმისას პრეზიდენტის პირადი დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)