თბილისი და ბათუმი საბიუჯეტო პრობლემების მოგვარებას ცდილობენ

(თბილისი, 6 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თავის პირველ სხდომას ატარებს სპეციალური სამთავრობო კომისია თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის საბიუჯეტო პრობლემების მოგვარების თაობაზე.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ხშირად ადანაშაულება აჭარას ცენტრალური ბიუჯეტში კუთვნილი თანხების გადაუხდელობაში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2002 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით დაზარალდა იმის გამო, რომ აჭარიდან თანხები ვერ მიიღო.

სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე გასული წლის 24 დეკემბერს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ცენტრსა და რეგიონს შორის საბიუჯეტო პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)