დევნილების მიტინგი რუსეთის საელჩოსთან
(თბილისი, 8 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთიდან დევნილებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს რუსეთის საელჩოსთან თბილისში.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის განახლებული სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა, ასევე აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შეჩერება.
ანალოგიური მოთხვონებით დევნილების საპროტესტო აქცია ენგურის ხიდთანაც მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)