რუსეთი საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს გააძლიერებს
(თბილისი, 9 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული საინფორმაციო საშუალებები საზღვრის დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ 2003 წლიდან მოსკოვი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე დამატებით საგუშაგოებს გახსნის. საზღვრის გაძლიერება ასევე ითვალისწინებს მესაზღვრეთა დამატებითი დანაყოფების საზღვარზე განთავსებას. როგორც რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი რუსეთი აპირებს სპეცდანიშნულების რაზმების შექმნას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დაიცავენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)