რუსეთის უშიშროების წარომადგენლის ვიზიტი საქართველოში
(თბილისი, 10 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ჟდანკოვი.
საქართველოს უშიშროების სამინისტრო თავს იკავებს კომენტარებისგან ამ ვიზიტთან დაკავშირებით.
“ეს მხოლოდ სამუშაო ვიზიტია, რომლის დროსაც განიხილება საქართველოსა და რუსეთის უშიშროების სამსახურებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)