პრეზიდენტი პარლამენტთან ურთიერთობების განმუხტვას ცდილობს
(თბილისი, 13 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავის დღევანდელ რადიო-ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2002 წელს პარლამენტის მუშაობა შეიძლება დადებითად შეფასდეს.
“ვიმედოვნებ, რომ 2003 წელს პარლამენტი უფრო ეფექტურად იმუშავებს”, თქვა შევარდნაძემ.
8 იანვრის მთავრობის სხდომაზე შევარდნაძემ მკაცრად გააკრიტიკა პარლამენტის დეპუტატები იმის გამო, რომ “უღმერთოდ ბევრი დრო იხარჯება ტყუილად”, ასევე პრეზიტენტის ინიციატივების იგნორირებისთვისაც. შევარდნაძე პარლამენტს ასევე ვეტოზე თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებით დაემუქრა.
ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეხვდა პრეზიდენტს და ეს ბრალდებები უარყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)