ფოთში ნავთობსადენის მშენებლობისთვის აუცილებელი მასალები ჩამოდის
(თბილისი, 14 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 14 იანვარს ფოთში ბრიტანული ხომალდი ჩამოდის, რომელსაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავტობსადენის მშენებლობისთვის აუცილებელი მასალები და მოწყობილობა ჩამოაქვს.
სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქმეში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა მოუხადა, განსაკუთრებით საქართველოს ნავთობის საერტაშორისო კორპორაციას, რომელმაც პრეზიდენტის თქმით, დიდი წვლილი შეიტანა “აბრესუმის გზის” აღდგენაში.
დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეტის მშენებლობის ნებართვა გასცა, რაც შესაძლებელი გახდა ინტესნიური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შემდეგ პროექტის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)