ახალი დეპუტატის დამტკიცებამ არასამთავრობოების პროტესტი გამოიწვია
(თბილისი, 17 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტმა დაამტკიცა ახლადარჩეულ დეპუტატ როლანდ მგალობლიშვილის უფლებამოსილებები, რომელიც ცსკო-ს მონაცემებით, რუსთავში 30 ნოემბერს ჩატარებული დამატებითი საპარლამენტო არჩევნების შედეგად იქნა არჩეული.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ამტკიცებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება უკანონოა. დღეს უზენაესი სასამართლო განიხილავს ამ ორგანიზაციის სარჩელს, რომლითაც ორგანიზაცია რუსთავის არჩევნების არშემდგარად ცნობას მოითხოვს.
“პარლამენტი უნდა დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამ საქმეს სასამართლო უკვე მეორედ განიხილავს. პირველად სასამართლომ ცსკო-ს დაავალა, რომ რუსთავის არჩევნების შედეგები გადაემოწმებინა, რის შემდეგაც ცსკო-მ რუსთავის არჩევნები შემდგარად ჩათვალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)