დევნილთა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან

(თბილისი, 22 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთიდან დევნილებმა დღეს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც აფხაზეთიდან რუსი მშვიდობისმყოფელებისა და მთლიანად საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას მოითხოვენ.

დევნილთა საპროტესტო აქცია იგივე მოთხოვნებით ენგურის ხიდთანაც გრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)