ხრისტენკომ საქართველოს სომხეთში მიმავალი რკინიგზის აღდგენა შესთავაზა
(თბილისი, 24 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ვიქტორ ხრისტენკომ 24 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას ქართულ მხარეს საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი რკინიგზის აღდგენა შესთავაზა. სომხეთიდან და საქართველოდან აფხაზეთის გავლით რუსეთში სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იქნა შეწყვეტილი. რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ბურჯანაძემ პროტესტი გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლების გამო. თავის მხრივ ხრისტენკომ ბურჯანაძეს შესთავაზა, რომ “ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი კონსტრუქციულ სიბრტყეში იქნას გადატანილი და იმაზე ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ რკინიგზა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)