რუსეთი მიესალმება ეუთო-ს დამკვირვებელთა ზონის გაფართოებას
(თბილისი, 27 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორმა კონსტანტინ ტოცკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება უეთო-ს გადაწყვეტილებას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს მისიის დამკვირვებელთა მონიტორინგის ზონის გაფართოების შესახებ.
“ვიმედოვნებ, რომ საზღვარზე დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად ეუთოს მისიის მოხსენებები საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ უფრო ობიექტური იქნება”, – განაცხადა ტოცკიმ.
2002 წლის დეკემბერში ეუთომ გადაწყვიტა, რომ 2003 წლიდან ეუთო-ს მისიის დამკვირვებელთა მიერ კონტროლირებადი ზონა საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზეც გაფართოვდება.
1999 წლის დეკემბერში ეუთოს დამკვირვებლები რუსეთ-საქართველოს საზღვრის 82 კილომეტრიანი მონაკვეთის მონიტორინგს შეუდგნენ.
2001 წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ეუთო-მ მონიტორინგის ზონა ინგუშეთის მონაკვეთზეც გააფართოვა.
დამკვირვებლები შეუიარაღებელნი არიან და მათ უსაფრთხოებაზე პასუხს საქართველოს ხელისუფლება აგებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)