უსახსრობა მოსახლეობის არწერის შედეგების გამოქვეყნებას აფერხებს
(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – სტატისტიკის დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იოსებ არჩვაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ორგამიზაციების წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს თანხების მობილიზებაზე. იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყვებას 250 ათასი ლარი ესაჭიროება. ამ პროგრამას თავიდანვე გაეროს განვითარების პროგრამა, დიდი ბრიტანეთის დახმარების ფონდი, გერმანიისა და ჰოლანდიის საელჩოები აფინანსებდნენ.D დაფინანსების საკითხის შესახებ პასუხს სტატისტიკის დეპარტამენტი დონორი ორგანიზაციებიდან დაახლოებით 1 კვირაში მიიღებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)