ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მორიგი ქართული ბატალიონის წვრთნას იწყებენ
ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოში აშშ ელჩი, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ამჯერად საჩხერის სამთო ბატალიონის 600-მდე ჯარისკაც გაწვრთნიან. პირველმა ქართულმა კომანდოს ბატალიონმა წვრთნები წარმატებით შარშან დეკემბერში დაასრულა.(თბილისი, 1 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს კრწანისის სამხედრო სასწავლო ბაზაზე ოფიციალურად დაიწყო ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში მეორე ქართული ბატალიონის სწავლებები.
This post is also available in: English (ინგლისური)