შს მინისტრი გადატრიალების შესახებ ჭორებს აბსურდულს უწოდებს
(თბილისი, 6 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ “კომენტირებაც კი არ სურს” იმ ჭორებისა, თითქოს იგი სახელმწიფო მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსან პირებთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდა პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ.
წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარიების ზოგიერთმა ლიდერმა ახლახანს განაცხადა, რომ კობა ნარჩემაშვილი, სახელმჭიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და სმკ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ვიტალი ხაზარაძე სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა და “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეცილაძემ განაცხადეს, რომ ჯორბენაძე სახელმწიფოს პირველი პირის პოსტის დაკავებას გეგმავდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც განაცხადა, რომ მან იცის იმ ხმების შესახებ, თითქოს მზადდება სახელმწიფო გადატრიალება.
ნარჩემაშვილის თქმით, “ყველა, ვინც ასეთ უპასუხიმგებლო განცხადებას აკეთებს, პასუხ აგებს კანონის წინაშე”.
5 თებერვლის სამთავრობო სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ გენერალურ პროკურატურას დაავალა, რომ გამოძიებული იქნას ასეთი ჭორების გავრცელების წყარო და ინფორმაცია უახლოს დროში მიეწოდოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)