თედო ჯაფარიძის ვიზიტი უკრაინაში
(თბილისი, 13 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ 12 თებერვალს კიევში მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან.
სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, მოლაპარაკებებზე ორმხრივი და დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თედო ჯაფარიძე შეხვდა ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს და უკრაინაში აშშ-ისა და რუსეთის ელჩებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)