ჯორბენაძე საზოგადოებას მოუწოდებს არ დაიჯერონ ჭორები შეთქმულების თაობაზე
(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – მთავრობის დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ “არ მიაქციონ ყურადღება ახლახანს გავრცელებულ ხმებს” თითქოსდა პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ შეთქმულების მზადების შესახებ, რომელშიც თითქოს ჯორბენაძე მონაწილეობდა სხვა მაღალცინოსან პირებთან ერთად.
“მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტმა შექმნა საიმედო მთავრობა”, – აღნიშნა ჯორბენაძემ. ჭორები მიმართულია “მთავრობის ნორმალური და ეფექტური მუშაობისთვის” დაბრკოლებების შექმნაზე.
ცნობები შეთქმულების მზადების შესახებ 4 თებერვალს გავრცელდა. ამ ხმებს ზურგი გაუმაგრა ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის განცხადებამ “ხავერდოვანი გადატრიალების” შესაძლებლობის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)